თბილისი-ზუგდიდის მატარებელს მაქანა შეეჯახა – დაშავდა ერთი პირი

სამეგრელოში, სოფელ ქოლობანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მატარებელს, რომელიც თბილისი-ზუგდიდის რეისს ასრულებდა, მანქანა შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, დაშავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები