იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისში  ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაათვალიერა.

მერის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ობიექტის გამაგრებას, სრულად მოპირკეთებას, გამწვანებას, განათებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას გულისხმობს.

„ასსაფეხურიანი კიბე ქუთაისელების საყვარელი ადგილია. ნამდვილად საჭიროებდა ეს პროექტი განხორციელებას და მიხარია, რომ მოხერხდა დაფინასება. შესაბამისად, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი ღირებულება 674 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაშენი” აწარმოებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები