“ახალგაზრდული სტრატეგიის” ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებმა იდეები საქმიანობად აქციეს

“ახალგაზრდული სტრატეგიის” ფარგლებში ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა შეძლეს საკუთარი იდეა საქმიანობად ექციათ. ამის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მერია ავრცელებს.
აღნიშნული პროექტი 2020 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებებით.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ მოსულიშვილია, რომელმაც მცირე გრანტების კონკურსში თავისი ბიზნეს იდეისთვის დაფიანსება მოიპოვა.
“წვეულებების გაფორმება ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. თავდაპირველად, საკუთარი ინიციატივით, ჩემი ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრების დაბადების დღეებსა და ქორწილებს ვაფორმებდი. ვცდილობდი ბუნებრივი მასალისგან( ყვავილები, ხის ტოტები…) ორიგინალური რესურსები საკუთარი ხელით შემექმნა, რაც არ მოითხოვდა დიდ რესურსს, თუმცა სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა. მოგვიანებით, როცა უკეთ გავერკვიე ამ სფეროში, გადავწყვიტე, ჩემი ჰობი, საქმიანობად მექცია.

ჩემს მუნიციპალიტეტში, ყვარლის ადგილობრივმა მერიამ და საკრებულომ გამოაცხადა მცირე გრანტების კონკურსი, სადაც შესაძლებლობა გქონდა 5000 ლარის ფარგლებში შენი იდეის განხორციელებისთვის საჭირო რესურსი შეგეძინა. პროექტის ფარგლებში ყვარლის მუნიციპალოტეტის საკრებულომ შემიძინა ყველა ის საჭირო ინვენტარი, რომელიც ბიზნესის წამოწყებისთვის და განვითარებისათვის საჭირო იყო.სწორედ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით უკვე შემიძლია თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე დღე-სასწაულად ვაქციო. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის და მადლობა ჩემს მომხმარებლებს ნდობისთვის”,- ამბობს მარიამ მოსულიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები