გორში ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება

 

ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელი, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები გორში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მერიის სოციალური პროექტები და გენდერული საბჭოს მიერ განხორციელებული აქტივობები. ისაუბრეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემებზე, რა პროგრამები და ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით.
ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი სტამბულის კონვენციის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს.
ექსპერტთა ჯგუფი უკვე შეხვდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს. საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის შესრულების თაობაზე ანგარიში GREVIO – ს 2020 წლის ნოემბერში გაუგზავნა.
პროცედურის მიხედვით, ისინი ადგილზე შეაფასებენ მდგომარეობას და დაწერენ შეფასებისა და მონიტორინგის ანგარიშს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები