ნარაზენში საკალანდიოს უბანი ცენტრს ახალი გზით დაუკავშირდება

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, სკალანდიოს უბანში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის არსებული მონაკვეთზე ასფალტირებული გზა აქამდე არ ყოფილა, მოსახლეობას კი გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ურთულდებოდა.

“გზის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე ლუდუკ ხასია და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა გაეცნენ.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საკალანდიოს უბანში მცხოვრები ასამდე ოჯახი თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სოფელ ნარაზენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდი-ნარაზენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, ახალი 10 კილომეტრიანი გზა აშენდა ყულიშკარი-ჭაქვინჯი-ნარაზენის მიმართულებით, ახალი გზა აკავშირებს ნარაზენს და შამეადელასაც, ახალი გზები დაიგო ხეცერას, საბეჭვაიოს და საგრიგოლაიოს მიმართულებებითაც.

სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოებიც, ბუნებრივი აირით სოფელში მცხოვრები 1260 ოჯახი ისარგებლებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები