ბათუმის მერი: ყველა დანაპირებსა და პროგრამულ პრიორიტეტს ერთობლივად გავუმკლავდებით და გადავწყვეტთ დადებითად
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები, – ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს, პრემიერის მხარდაჭერით, კონკრეტული ღონისძიებები, „განახლებული რეგიონების” ფარგლებში.
„ამასთან ერთად, ბუნებრივია, როგორც საბიუჯეტო ნაწილში, ასევე სხვა მხრივაც, იმ გამოწვევების წინაშე, რის წინაშეც დგას ქალაქი ბათუმი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე საქართველოს მთავრობის ყველა რგოლი იქნება ჩართული და სამომავლოდ, ყველა იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებთან გვქონდა და ყველა იმ პროგრამულ პრიორიტეტებს, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ერთობლივად გავუმკლავდებით და გადავწყვეტთ დადებითად”, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.