გიორგი გუგუჩია: პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დავიწყოთ ყველა იმ დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება, რომელიც მოსახლეობას მივეცით

წალენჯიხის მერი სხვა დანარჩენ მერებთან ერთად იყო მოწვეული დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა არ გამოჩენილა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერისგან-მინისტრისგან მერებმა მიიღეს დავალება, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დაიწყონ ყველა იმ დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე იყო გაცემული წინა პერიოდში.

„ბატონი პრემიერისგან მივიღეთ დავალება, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში დავიწყოთ ყველა იმ დაპირებების საქმედ ქცევა და განხორციელება, რომელიც მოსახლეობაზე გავეცით წინა პერიოდში. რაც შეეხება წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მზად ვართ მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის ინტერესებშია. ის იყო სხვა დანარჩენ მერებთან ერთად მოწვეული დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა ჯერჯრობით არ გამოჩენილა”, – განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები