მამუკა წოწერია: ჩვენ ძალიან მალე წარვდგებით დეტალური პროექტებით, 4-წლიანი გეგმით და ამის შედეგი მაქსიმალურად ოპერატიულად მოვაგვარებთ მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს
ჩვენ ძალიან მალე წარვდგებით დეტალური პროექტებით, 4 წლიანი გეგმით და ამის შედეგი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოვაგვარებთ მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს, – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი იყო მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო 4 წლიან გეგმებზე, მუნიციპალიტეტში არსებულ ძირითად გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე.
„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი იყო მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო 4 წლიან გეგმებზე, მუნიციპალიტეტში არსებულ ძირითად გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე, რომელზეც იქნება მთელი ძალისხმევა გადატანილი. ზუგდიდის მასშტაბით, ეს გახლავთ წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ქალაქში, განვითარების ეროვნული გეგმის ეტაპობრივი განხორციელება, ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია უხლოეს ხანებში, ასევე საბავშვო ბაღებისა დაა სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და სტანდარტიზაცია. პრემიერმა აღგვითქვა მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩართულობა. ასევე იყო საუბარი კოორდინირებულ მუშაობაზე შესაბამის სამინისტროებთან ჩვენ ძალიან მალე წარვდგებით დეტალური პროექტებით, 4 წლიანი გეგმით და ამ კოორდინაციის შედეგი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ოპერატიულად მოვაგვარებთ მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებს”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.