ავთანდილ თალაკვაძე: აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე
21 ნოემბრიდან შევუდგები უფლებამოსილების განხორციელებას, აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს.
„ვისაუბრეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ის 8 პუნქტიანი გეგმა, რომელიც გვქონდა ჩვენ წარდგენილი ჩვენი მოსახლეობისთვის, თუ რა პერიოდში, როგორ განხორციელდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. 21 ნოემბრიდან შევუდგები უფლებამოსილების განხორციელებას, აქტიურ რეჟიმში ვიმუშავებთ მოსახლეობასთან და ვიზრუნებთ მათი პრობლემების მოგვარებაზე”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.