გიორგი ურუშაძე: გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული „განახლებული რეგიონების” პროექტი, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მრავალ ადამიანს, დასაქმებულიყვნენ

გურიის რეგიონში, სამივე მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების” პროექტი. აღნიშნულმა პროექტმა შესაძლებლობა მისცა მრავალ ადამიანს, რომ დასაქმებულიყვნენ და ასევე, მუნიციპალიტეტებს მისცემს განვითარების შესაძლებლობას და შეუწყობს ხელს ტურიზმს, – ამის შესახებ გურიის გუბერნატორმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო გურიის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია, დასრულდა ე.წ. სამკუთხა პარკის რეაბილიტაცია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ, ჟორდანიას ქუჩაზე მიმდინარეობს ფასადების სრული რეაბილიტაცია, ასევე იგეგმება ცენტრალური პარკისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან ქალაქში შემოსასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია. 2022 წლისთვის ყველა აღნიშნული პროექტი დასრულებული იქნება”, – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები