გიორგი მაქარაშვილი: უმთავრესი დავალება ბატონი პრემიერისგან იყო ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვა

საუბარი შეეხებოდა მოსახლეობის წინაშე არსებულ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და აბსოლუტურად ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერის მთავარი დავალება მოსახლეობაზე ზრუნვაა.

„დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად შეხვედრა შედგა პრემიერ-მინისტრთან. საუბარი შეეხებოდა მოსახლეობის წინაშე არსებულ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და აბსოლუტურად ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. მოხდა შეჯერება სამუშაო რეჟიმსა და სპეციფიკაზე. ბუნებრივია, უმთავრესი დავალება ბატონი პრემიერისგან იყო ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვა”, – განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები