ლადო ხინჩეგაშვილმა გორის თეატრალურ დასს მადლობის სიგელები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს უკრაინის თეატრალურ ფესტივალში მიღწეული წარმატებები მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა. მადლობის სიგელი გადაეცა, ასევე, ერისთავის თეატრალურ დასს.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე უკრაინაში გასტროლის დროს მიღწეულ წარმატებებსა და ერისთავის თეატრის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გორის მუნიციპალიტეტის მერი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მხარდაჭერას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები