დავით კარგარეთელი: დარწმუნებული ვარ, ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით

დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით, – ამის შესახებ გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა.

„გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ველოდებით გამარჯვებულ კომპანიას. სამუშაოების შესრულების შემდეგ 5 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტის განხორციელების ვადა 18 თვეა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევებზე და საჭიროებებზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. განვიხილეთ სამომავლო გეგმები. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით“, – განაცხადა დავით კარგარეთელმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები