“საქართველოს მარგალიტმა 49 ახალ წევრს შორის თავი დაიმკვიდრა, როგორც მუსიკალურმა ქალაქმა” – ბათუმი უნესკოს კრეატიული ქალაქების სიაშია

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელშეწყობით, უნესკოს წარმომადგენლებთან მუშაობის შედეგად,  ქალაქი ბათუმი ახალი კრეატიული ქალაქების მსოფლიო ნუსხაში შევიდა.

„საქართველოს მარგალიტმა, შავი ზღვის კურორტმა, ბათუმმა 49 ახალ წევრს შორის თავი დაიმკვირდრა, როგორც მუსიკალურმა ქალაქმა. უნესკოს ინიციატივა 246-ზე მეტ ქალაქს აერთიანებს. ამ სიაში ასევე, ფიგურირებენ ქალაქები რომლებიც, სტრატეგიულ ფაქტორად მდგრადი ურბანული განვითარებისთვის შემოქმედებით მხარეს იყენებენ. პროგრამის მთავარი მიზანია ქალაქებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა. მთავარ მიმართულებას, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების განვითარება და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს, რაც მსოფლიო ცნობადობას და საერთაშორისო ტურიზმის სწრაფ განვითარებას ზრდის. ქალაქები ერთად მუშაობენ საერთო მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები