მანანა ნარიმანიძე: დუშელი ვარ, ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები და ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა

243 დასახლებული სოფელი მოვიარე არჩევნების პერიოდში, 2 დაბა და 1 ქალაქი – მე დუშელი ვარ, ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები და ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა, – ამის შესახებ დუშეთის მერმა მანანა ნარიმანიძემ, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

„დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო პანდემიას და მასთან ბრძოლის მეთოდებს. ერთადერთი გზა არის აცრა, პანდემიის დასამარცხებლად. ამისთვის სახელმწიფომ შეიმუშავა კიდევ ერთი წამახალისებელი პროგრამა, ეს შეეხება პენსიონრებისთვის 200 ლარიან დახმარებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, ყველამ ავიცრათ, იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მუნიციპალიტეტში ბევრი რამ არის გაკეთებული, კიდევ გვრჩება გადასაჭრელი საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების საკითხის გადაწყვეტა. ასე, რომ მთავარი გამოწვევა იქნება სწორედ ამ პრობლემების მოგვარება და სოციალური პროგრამები. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობს. ვალდებულება გვაქვს, რომ 15 ნოემბერს საკრებულოს ბიუჯეტი გადავუგზავნოთ და აქტიურად ვმუშაობთ იმ გუნდთან ერთად, რომელიც ადგილზე დაგვხვდა, რათა სწორედ ის პრიორიტეტები იქნას დაგეგმილი და გაწერილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება. 243 დასახლებული სოფელი მოვიარე არჩევნების პერიოდში, 2 დაბა და 1 ქალაქი. მე დუშელი ვარ და ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები. ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა“, – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები