პრემიერ-მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების მერებთან სამომავლო პრიორიტეტები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.

მთავრობის მეთაურმა მერებს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და მათთან სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტებს ცენტრალური მთავრობისა და მაქსიმალური პირადი მხარდაჭერა აღუთქვა, რათა ის პროექტები და ინიციატივები, რომლებზეც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიისას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში განხორციელდეს.

პრემიერმა არჩეულ მერებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია.

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულს მერებთან აქტიური კოორდინაცია დაავალა და მერებს მოუწოდა, მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან, რათა მაქსიმალურად იყონ ინფორმირებული მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ და ყველა პრობლემა მოქალაქეებს დროულად და ეფექტურად გადაუჭრან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები