მსოფლიო მეწარმეობის კვირეულს ხულოს ქალთა ოთახი შეუერთდა

დღეიდან, 14 ნოემბრის ჩათვლით, მსოფლიო მეწარმეობის კვირეულს აღნიშნავს

კვირეულის ფარგლებში
ხულოს ქალთა ოთახის მოხალისე, არსებული და პოტენციური მეწარმე ქალები აჭარის რეგიონში არსებულ წარმატებულ საწარმოებს ეწვივნენ, ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება.

მეწარმე ქალები ბათუმის, ხელვაჩაურის და ქედის ცნობილ საოჯახო ბიზნესის მმართველ წარმატებულ ქალებს შეხვდნენ და მათ ,,იდეიდან პროექტამდე” – განვლილი გზის ისტორია გააცნეს. ასევე ისაუბრეს ბიზნესის მართვის დროს არსებულ დაბრკოლებებზე , წარმატების ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე.

ვიზიტის ფარგლებში მეწარმეებმა მოინახულეს:

ნინო გაბრიაძის მშრალი ხილის საწარმო; ნინო გაბრიაძე

ნინო ჩხაიძის სოციალური კაფე ,,თავისუფელი სივრცე;“ თავისუფალი სივრცე / Free Space

ბათუმის ტექნოპარკი; ტექნოპარკი ბათუმი • Tech Park Batumi

ნაირა დიასამიძის საკონდიტრო; Naira Diasamidze

საოჯახო მარანი ღვინის მხარე; Wineland-ღვინის მხარე

სასტუმრო Hill Inn • ჰილლ ინნ

შეხვედრებზე მეწარმეებმა მიიღეს ინფორმაცია იმ სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც მათ ბათუმის ტექნოპარკი სთავაზობს სტარტაპებისა და ინოვაციური პროექტების კუთხით. ასევე საშუალება მიეცათ წარმატებული ქალი ბიზნესმენების გამოცდილება გაეზიარებინათ და ესწავლათ თუ როგორ უნდა წარმოაჩინონ თავიანთი საქმიანობა.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები