ჩხოროწყუში, სოფელ ჭოღაში, საავტომობილო ხიდი შენდება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ ჭოღაში, საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

“აღნიშნული პროექტი მეორე ჭოღაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს.

ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობამდე აქ მოსახლეობა ბონდის ხიდით სარგებლობდა და გადაადგილება მხოლოდ ქვეითად იყო შესაძლებელი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ ჭოღაში სანიაღვრე არხიც მოეწყობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები