ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მიზნით, დაბა ლენტეხში, უკვე არსებული ქსელები ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით ჩანაცვლდება

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის მიზნით, დაბა ლენტეხში, უკვე არსებული ქსელები ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გაუმჯობესებული ინტერნეტიზაციის სამუშაოების მიმდინარეობა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა დაათვალიერა.

„ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტკავშირის საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მუშაობის ციფრულ პლატფორმაზე გადავიდა’’-აღნიშნა მერმა.

მერიის ინფორმაციით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის სამუშაოები დაბის მასშტაბით უახლოეს პერიოდში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები