ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათება მოეწყო
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ოცდასამ სოფელში მოქალაქეების მიერ შერჩეულ ადგილებზე გარე განათების სისტემის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
“ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 300000 ლარი შეადგინა.
”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2021 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში 784 ათასი ლარის ღირებულების 50 პროექტი განხორციელდება.
განსახორციელებელი პროექტები მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩიეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.