სალხინოს მამათა მონასტერთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 5 ახალგაზრდა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

 

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 5 ახალგაზრდა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

გათავისუფლებულია შალვა ჩხიკვაძეც, თუმცა მის მიმართ გამოძიება კვლავ გრძელდება. საგამოძიებო უწყების ცნობით, ის პოლიციის მითითებას არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

დაკავებები და ხმაური სალხინოში 5 ნოემბერს დაიწყო, მას შედეგ, რაც მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებით, მონასტრიდან განკვეთილ ბერებს კელიები ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 7 ნოემბერს, სულ 10-მდე ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი იმავე დღეს გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები