თერჯოლის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 12,6 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 12,6 კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, მოადგილესთან, მანუჩარ რობაქიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, გოდერძი თურქაძესთან ერთად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
“პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა და მიერთებები.სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, NEW ROAD“ ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 8 488 888 ლარია.
დღესვე მუნიციპალიტეტის მერმა, ჩხარის ცენტრის რეაბილიტაციის დასრულებული პროექტიც მოინახულა. პროექტის ფარგლებში მოეწყო; დასასვენებელი სკვერი, გმირთა მემორიალი და ა/ბეტონის მოედანი.
ჩხარის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს ,,საგო”-მ განახორციელა, რომლის ღირებულება 154 998 ლარს შეადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.