რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მე-14 ახალი გვირაბი გაიჭრა

რიკოთზე, საერთო ჯამში, 51.6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური 4-ზოლიანი გზის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება.

ამ დროისთვის, რიკოთზე გადაადგილების სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, სიჩქარე გაორმაგდება. რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2023 წლისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები