“მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – პრემია ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის წელს მეცხრამეტედ გაიცა

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და “ილიას ფონდის” მიერ დაარსებული პრემია “საგურამო” და ილიას მედალი – “მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის წელს მეცხრამეტედ გაიცა. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
“პრემიის ლაურეატთა ვინაობა 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეს გახდა ცნობილი.
2021 წლის პრემიის მფლობელები არიან:
• პოეზია – ვასილ ბესელია;
• პროზა – ნინო სადღობელაშვილი;
• კრიტიკა – ნანა კუცია;
• თარგმანი – ბელა შალვაშვილი;
• ხელოვნება – შალვა მატუაშვილი;
• ჰუმანიტარული მეცნიერება – ზურაბ კიკნაძე;
• საბავშვო ლიტერატურა – გივი ჩიღვინაძე;
ილიას მედალი – “მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცა ელისო ვირსალაძეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, მწერლები, პოეტები და საზოგადო მოღვაწეები”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები