გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი: მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებისთვის, მათ შორის სააკაშვილის, თუ საჭირო იქნება
მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებისთვის, მათ შორის სააკაშვილის, თუ საჭირო იქნება, – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა, მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკის ტერიტორიაზე ვერტმფრენი არ დამჯდარა და არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ კლინიკაში მოთავსება განხორციელებულა.
„მზადყოფნაში ვართ, ჯერ არავითარი ვერტმფრენი არ მოსულა. საუბარი იმის შესახებ, რომ უნდა მოიყვანონ აქ პაციენტი, ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი პაციენტის მიღებისთვის, მათ შორის სააკაშვილის, თუ საჭირო იქნება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ ვერტმფრენი უნდა დაჯდეს, არ მიგვიღია. შესაძლებელია, დაჯდეს. ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სიტუაციისთვის. კლინიკა არის მრავალპროფილური და აქ შეგვიძლია ნებისმიერი პაციენტის მიღება“, – განაცხადა ურთქმელიძემ.