30 წლის შემდეგ პირველად, რუისისა და ურბნისის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები სტაბილურად მოირწყვება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 30 წლის შემდეგ პირველად, სოფლების რუისისა და ურბნისის 1 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება.
სამინისტროს ცნობით, 2000-ზე მეტი ფერმერი სარწყავი წყლით ისარგებლებს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო:
რუისის სატუმბ სადგურს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა;
აღდგა მილსადენი და დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატები.
სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 960 395 ლარი დაიხარჯა”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.