ყვარელში “ილიაობა” აღნიშნეს

ილია ჭავჭავაძის 184 წლის იუბილესთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილსა და პარლამენტის წევრ დავით მათიკაშვილთან ერთად ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი გვირგვინით შეამკო.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში “ილიაობის” სახალხო დღესასწაული საზეიმო პარაკლისით დაიწყო, რის შემდეგაც გაიმართა გამოფენა „ილია და ყვარელი”.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ თათარაობისა და პურის ცხობის პროცესში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები