ოზურგეთში, სანაპიროს ქუჩას ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება

ოზეურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, სანაპიროს ქუჩას ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება.

„ანზორ ერქომაიშვილი ჩვენი კუთხის საამაყო წარმომადგენელი, ქართული ფოლკლორის მოამაგე, დიდი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, ასევე ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი გახლდათ“, – არნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი, 31 მარტს, კორონავირუსით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები