თბილისი-დედოფლისწყაროს სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.
თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსის შეჩერება ერთ-ერთმა მგზავრმა მოახერხა. ტრანსპორტში ათამდე მგზავრი იმყოფებოდა და მათგან არცერთი დაშავებულა.
გარდაცვლილი კაცი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის მკვიდრია.