ზესტაფონში წიაღის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ქალაქ ზესტაფონში. მოქალაქეებმა მდინარე ყვირილაზე უკანონოდ მოიპოვეს ჯამში დაახლოებით 1,7 ტონა სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა) და მის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

ავტომობილები დაილუქა. ფაქტებზე დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები