სალხინოს მონასტერში დაკავებული 4 მოქალაქიდან ორს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება
ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 2 მოქალაქის მიმართ საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, გუშინ, სალხინოს მონასტერთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 10-მდე ადამიანი დააკავეს. ნაწილი, გუშინვე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.