ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხოზრევანიძეების ოჯახის საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.
ხულოს მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახი დროებით უზრუნველყოფილი იქნება ქირით, შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ, დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარიან დახმარება გაეწევა
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.