ქუთაისში მაშველებმა ლეკვი გადაარჩინეს.
შესაბამისი შინაარსის პოსტს ფოტოსთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“სად ბოდიალობდა არ ვიცი მაგრამ, პატარა ლეკვი რომელიც ქუთაისში, ჯაჭვის ხიდთან კლდეზე იყო შერჩენილი მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს”,- წერს კოვზიაშვილი.