103 წლის შურა გოგუაძეს ლანჩხუთის მერმა იუბილე მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე სოფელ ნინოშვილში, 103 წლის შურა გოგუაძეს ესტუმრნენ და დაბადების დღე მიულოცეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

შურა ბებოს, რომელსაც დღეს 103 წელი შეუსრულდა, 20-ზე მეტი შთამომავალი ჰყავს.  მან დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს საჩუქრებისა და მილოცვისათვის.
შურა გოგუაძეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამიდან (ხანდაზმულ, 100 და მეტი წლის ასაკის, პირთა დახმარება) ანგარიშზე 1000 ლარი დაერიცხება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები