ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაპირსპირებაა – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

 

განკვეთილი ბერები, რომლებიც სალხინოში მხარდამჭერებთან ერთად არიან შეკრებილები აცხადებენ, რომ ზოგიერთი პირი ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობს. ბერები ასევე აპროტესტებენ იმასაც, რომ სამართალდამცავები სალხინოს მონასტერს მათგან პოლიციის კორდონით იცავს.

სალხინოს მონასტრის წინამძღვარი ამბობს, რომ მონასტრიდან გამოძევებული ბერები ყოველგვარი სახსრის გარეშე არიან დარჩენილები:

“პოლიციამ, რომ გამომიყვანა გარეთ მაშინ უზრუნველყოფაც გამიკეთოს ამ 10 ადამიანის, ფული იქ დაგვრჩა, ტანსაცმელიც. არ გამომიცვლია, არ მაქვს მეტი,”- აცხადებს ბერი დანიელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები