ხობის მუნიციპალიტეტში, პოლიციის განყოფილებაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, პოლიციის განყოფილებაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, მომხდარში მონაწილე ორივე პირი ერთი სოფლის მკვიდრია. ისინი მეზობლები იყვნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
“ორივე ერთ სოფელში ცხოვრობდა, ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. ერთად მუშაობდნენ. თვითონ დააწყებინა მასთან მუშაობა და აი, რა შედეგით დასრულდა. შუა დღეს უჩხუბიათ. საღამოს კი მკვლელი მივიდა განყოფილებაში და 14 ტყვია დაახალა. როგორც ვიცით, უკვე ჩაბარდა პოლიციას”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.