მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებს თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, სტეფანე კალაიჯაშვილის განცხადებით, იგი ეკლესიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს, მათი თხოვნის მიხედვით, თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს. სტეფანე ჭყონდიდთან ერთად ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიასაც ხელმძღვანელობს.
„ვისაც სჭირდება თავშესაფარი, მე მზად ვარ, მათი თხოვნის მიხედვით, მათ მივცე თავშესაფარი, ოღონდ არა ჭყონდიდის ეპარქიაში, არამედ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში.
რადგან ადგილი და თავშესაფარი არ აქვთ, კი ბატონო, მე მივცემ თავშესაფარს ლენტეხისა და ცაგერის ეპარქიაში.
ჩემი მათ მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან ლმობიერი. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ მე არ მაძლევდნენ საშუალებას ეს რეალურად მათ მიმართ გამომეჩინა”, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა.