ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „ჯეი ემ კომპანი“, შპს “იერი’, შპს „დაგი +“, შპს „გაზმშენი XXI”, შპს “რაჭა 2005“, შპს „ მნათობი 2019“, შპს „ევრო ტექნიკსი“ და შპს „ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის“ წარმომადგენლებთან. ამის შესახებ “კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.
“შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში გზების და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი, ასევე ისაუბრეს ქ. ონში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა თემებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები