აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში მშვიდი ეპიდვითარება გვაქვს, ვერ იქნება გარანტი რომ მომდევნო დღეები არ იქნება დაძაბული, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება

 

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭარნალის სამედიცინო ამბულატორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,გრძელდება ვიზიტები სოფლის ამბულატორიების დონეზე. შევხვდით მოსახლეობას, რომლებიც წინასწარ იქნენ მობილიზებლები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ვესაუბრეთ ვაქცინაციის პრიორიტეტულობაზე, სარგებელზე და იმ ფონზე, როცა ქვეყნის მასშტაბით ეპიდვითარება უარესდება, მათ უნდა მიიღონ ლოგიკური გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში მშვიდი ეპიდვითარება გვაქვს, ვერ იქნება გარანტი რომ მომდევნო დღეები არ იქნება დაძაბული, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება. აქედან გამომდინარე, თითოეული ამბულატორიის, თემის სამედიცინო პუნქტის დონეზე სამინისტრო, სოფლის ექიმები და თითმმართველობების სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ. ჩვენი მიზანია რომ უფრო მეტი მოქალაქე დავარწმუნოთ ვაქცინაციის მნიშვნელობაში, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ 60% სამიზნე მოსახლეობის იყოს აცრილი, პარალელურად ვავრცელებთ ინფორმაციას ბუსტერის რეკომენდაციის შესახებ და მოქალაქეები თითონ იღებენ გადაწყვეტილებას დამატებითი დოზების შესახებ“ – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

 

,,გრიპის ვაქცინასთან ერთად ფაიზერის ვაქცინით ავიცერი და თავს კარგად ვგრძნობ, ყველას მოვუწოდებ ჩვენივე ჯანმრთელობის მოსაფრთხილებლად ავიცრათ“,- განაცხადა სოფელ ჭარნალის მკვიდრმა, ომარ მამულაძემ.

ამ დროისთვის აჭარაში სულ – 218 525 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მათ შორის: I დოზით – მოსახლეობის 32.4 %, 18 წელს ზემოთ 42.5 %; II დოზით – მოსახლ 29.1 %, 18 წელს ზემოთ 38.2 %; ხოლო სამიზნე ჯგუფის – 63.7 %.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები