დავით ბახტაძე: ვულოცავ გაზეთ “სამტრედიის მაცნეს” და მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს 91 წლის იუბილეს
გაზეთ “სამტრედიის მაცნე” -ს 91 წლის იუბილესთან დაკავშირებით შემოქმედებითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, კულტურის სამსახურის უფროს ნატალია მანჯგალაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაზეთის თანამშრომლებს იუბილე მიულოცა.
,,ვულოცავ გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს” და მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს 91 წლის იუბილეს. ,,სამტრედიის მაცნე” ჩვენი ქალაქის ისტორიის ღირსეული მატარებელია. გაზეთის ფურცლები უტყუარი მემატიანეა სამტრედიისა და დღემდე ასე გრძელდება. ვულოცავ რედაქციის ყველა თანამშრომელს გაზეთის 91 წლის იუბილეს. დიდხანს და განუხრელად იმსახურეთ სიმართლის სადარაჯოზე”, – განაცხადა მერმა.
ღონისძიების ბოლოს, მედიის წარმომადგენლებს დავით ბახტაძემ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.