ე.წ. სამხრეთ ოსეთში COVID-19-ით ინფიცირების რიცხვმა 9 ათასს გადააჭარბა – როგორია ეპიდვითარება ოკუპირებულ რეგიონებში

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ბოლო ერთ დღეში კორონავირუსზე 341 ტესტი გაკეთდა.

როგორც “იუგპოტრებნადზორის” ე.წ. ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად 2334 პირი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ე.წ. რესპუბლიკაში ინფიცირების 9091 შემთხვევაა, ვირუსს 150 ადამიანი შეეწირა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1-7 ნოემბერს უქმე კვირაა გამოცხადეული.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ ვირუსი 136 ადამიანს დაუდასტურდა, 462 ტესტი გაკეთდა. სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 32258 შემთხვევაა დადასტურებული.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ ორი ადამიანი შეეწირა, სულ 468 ლეტალური შემთხვევაა.

ამჟამად, ე.წ. რესპუბლიკის კლინიკებში სულ 297 ადამიანი მკურნალობს, მათგან 78-ის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები