ზესტაფონში, სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ორი სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სოფელ სანახშირეში, მუხების დასახლებაში ხორციელდება. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გზის აღდგენის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და შემსრულებელი ორგანიზაციისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
სატენდერო ვალდებულებით, გზის რეაბილიტაციას შპს „ბორანი“ ასრულებს.
„სოფელ სანახშირეში აქტიურად ხორციელდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარე პროექტში, კორექტირების შეტანა გახდა საჭირო, რაც გზის ასფალტირებასთან ერთად, დამატებით სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს, ასევე გზის ერთ მონაკვეთზე , საყრდენი კედლის აგება მოწყობა იგეგმება. სასოფლო გზის აღდგენა პირველად ხდება ასფალტის საფარით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, სულ მოკლე დროსი მათ კეთილმოწყობილი გზა ექნებათ დასახლებაში, – ვასილ გველესიანი
სანახშირეში, გზის ასფალტიებია სამუშაოები რეგიონული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 630 680 ლარია. პროექტი გარდამავალია, 2022 წელს, მუხების დასახლებაში, დაახლოებით 2 კმ- მდე მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.