“ ჩამოვედი იმისათვის, რომ ჩვენი პატრიარქი არის შეურაცხყოფილი” – სალხინოს მონასტერში ვითარება კვლავ დაძაბულია

სალხინოს მონასტერთან ამ დრომდე დაძაბული ვითარება. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ეკლესიის შესვლის უფლებას პოლიცია არავის აძლევს.

ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება მოჰყვა სალხინოს მონასტერში ავტომობილის შესვლას, ბერები, რომელთაც პოლიცია ეზოში არ უშვებს, ცდილობდნენ ტერიტორიაზე არც ის ავტომობილი შეეშვათ, რომელშიც მათი თქმით, მიტროპოლიტ სტეფანეს წარგზავნილი ხალხი იმყოფებოდა. საბოლოოდ ავტომობილი მონასტრის ტერიტორიაზე მაინც შევიდა.

ბერი ათინოგენე იმ პირებს, რომლებიც მონასტერში ამ დროისთვის იმყოფებიან და აღწერას აკეთებენ ჩეკისტებს უწოდებს.

ჩოხოსნები კი არა ჩოხის შემარცხვენლები არიან. ჩეკისტები არიან. რა არის გასატანი, კელიაში რა უნდა მქონდეს? აღწერა რაფერ უნდა ჩაატაროს, თუ ჩვენ არ გადავაბარებთ. შესათანხმებელი რა მაქვს  ცრუ კაცთან? ჩვენ არ ვღებულობთ, ეს არ არის ეპისკოპოსი,” – აცხადებს ბერი ათინოგენე.

რაც შეეხება თავად ჩოხოსნებს, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს, რომ ის სენაკიდან ჩამოვიდა და მის მიზანს პატრიარქის დაცვა წარმოადგენს. მისი თქმით, ის საპატრიარქოს რეზიდენციაში აღწერას აკეთებდა.

“მე ვარ ჩოხოსანი სენაკიდან, ჩამოვედი იმისათვის, რომ ჩვენი პატრიარქი არის შეურაცხყოფილი. ძალით არავინ არ გამოუყვანია არავის. საპატრიარქოს რეზიდენციაში ვიყავი და აღწერას ვაკეთებდი ოთახისას,”- აცხადებს ის.

ბერების ნაწილი აცხადებს, რომ მონასტერში არც იმ სასულიერო პირებს არ უშვებენ, რომლებიც განკვეთილები არ არიან. სასულიერო პირის ანანია კალანდიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის განკვეთილი არაა, პოლიციამ ისიც ძალის გამოყენებით გამოიყვანა მონასტრიდან.

 

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო. ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები