“პანდემია, მსოფლიო და ისტორია” კამპანიის ფარგლებში მოძრავი გამოფენა თერჯოლაში გაიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის ეროვნული ბინლიოთეკისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინიციატივითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ჩართულობით, კამპანია “პანდემია, მსოფლიო და ისტორია” მოძრავი გამოფენა მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“პროექტის მიზანია, საზოგადოებას უკეთ დავანახოთ ეპიდემიით გამოწვეული პრობლემების არსი და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის სწრაფი ტემპით გაგრძელებას.
გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ისტორიული საარქივო მასალის ფოტოკოლაჟი, მნიშვნელოვანი პუბლიკაციები და იმ პერიოდში პანდემიის წინააღმდეგ, როგორც საზოგადო მოღვაწეების, ასევე მედპერსონალის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, ასევე საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა სამოტივაციო ბანერზე თანამოქალაქეებისთვის გაეკეთებინა შესაბამისი მოწოდება, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მანუჩარ რობაქიძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.