ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი  გუგუნავას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაციის პროცესს, საკრებულოს ჯანდაცვისა და  სოციალურ  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარესთან მამუკა რიჟამაძესთან ერთად  გაეცნო. შენობაში მოეწყობა ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
“ჩვენი საცხოვრებლის გარეშე მყოფი  თანაქალაქელებისთვის საბინაო ფართების გამოყოფა დღემდე მწვავე პრობლემად რჩება. ამ საკითხს მნიშვნელოვნად მოაგვარებს გუგუნავას ქუჩაზე ახალი სოციალური საცხოვრისი. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და საიმედო თავშესაფარი იქნება იმ ადამიანებისთვის , ვინც იქ იცხოვრებს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. 
პროექტის ფარგლებში, განახლდება შენობის ფასადი და გადახურვა. 821 000  ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ტუკა” ასრულებს. სოციალური საცხოვრისის მშენებლობა-რეაბილიტაცია მარტში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები