გარდაბანში წიაღის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა – დაწყებულია საქმის წარმოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის მიმდებარედ მოქალაქეებმა სპეციალური ტექნიკის (ექსკავატორები) გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 25 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდარღვევებზე დაიწყო საქმისწარმოება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები