დავით ბახტაძე: სამტრედიაში განხორციელებული ყველა პროექტი მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება მორგებული

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის, კომუნალურისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ყველა ის ლოკაცია დაათვალიერა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, ან სასწრაფო განახლება-დაგეგმარებას საჭიროებს.

მერმა მონიტორინგი ლაშა თევზაძის ქუჩიდან დაიწყო და ათამდე ობიექტზე იმყოფებოდა. აღნიშნულ ქუჩაზე სასმელი წლის დაზიანებული მაგისტრალი საჭიროებს მოწესრიგებას და შესაბამის ღონისძიების განხორციელებას უახლოეს პერიოდში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს.

“მიუხედავად იმისა, რომ განვლილი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში მრავალი პროექტი განხორციელდა, წინ ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევა გვაქვს. არცერთი ჩვენამდე მოსული წინადადება არ დარჩება ყურადღების მიღმა, შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინებთ მოსახლეობის მიერ გამოვლენილი საჭიროებების მოგვარებას. წინასაარჩევნო დაპირებების რეალურად განხორციელების ეტაპი დაიწყო. თითოეული პროექტი მაქსიმალურად იქნება მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული და მათთან თანამშრომლობით განხორციელდება“, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

მისივე განმარტებით, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, რუსთაველის ქუჩის #2, #4 და #6 კორპუსებთან სკვერის მოწყობის მიზნით ინფრასტრუქურის სამსახურს დაევალა ტექნიკური პარამეტრების დადგენა და შესწავლა. ასევე იგეგმება რუსთაველის ქუჩაზე, რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ სკვერის მოწესრიგება და ღობეების განახლება. უკვე შესყიდულია პროექტი და სკვერი მოეწყობა რესპუბლიკია 8 და 10 ნომერ ბინებში. ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისათვის იგეგმება მხატვართა კონკურსის ჩატარება კედლის მხატვრობაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები