„პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ – მოძრავ გამოფენას ამჯერად ონმა უმასპინძლა

„პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ – ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოძრავი გამოფენა გაიმართა.
გამოფენას ონის მერი სერგო ხიდეშელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რაჭა-ლეჩუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე დაესწრნენ.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, ასევე ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

კამპანიის მიზანს პანდემიებისა და პანდემიებთან ბრძოლის მსოფლიო ისტორიული გამოცდილების გაცნობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ეპიდემიით გამოწვეული პრობლემების არსის გაცნობა, ვაქცინაციის სწრაფი ტემპით გაგრძელება წარმოადგენდა..
მოძრავი გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ისტორიული საარქივო მასალის ფოტოკოლაჟი. მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, მათ შორის საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი მასალები.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო სამოტივაციო ბანერი, სადაც მისული დამთვალიერებელი თანამოქალაქეებს სამოტივაციო სლოგანებით ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშლმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის და შეხვედრის ბოლოს აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა . მოუწოდა მოსახლეობას ჩაიტარონ საჭირო აცრა, გადაარჩინონ საკუთარი და გვერდით მყოფი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები