თორნიკე რიჟვაძემ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უნგრეთის ელჩთან ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
თორნიკე რიჟვაძემ უნგრეთის ელჩს აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ პერიოდში ურთიერთობების გააქტიურების დადებით დინამიკაზე. დაიგეგმა თანამშრომლობა კულტურულ და გარემოს დაცვის სფეროებში.
აჭარის მთავრობის მეთაურმა უნგრეთის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.