გორის მერია: ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩებზე გარეგანათების ნათურები შეიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქში, ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩებზე გარეგანათების ნათურები შეიცვალა. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე ჯორბენაძის ქუჩაზე ძველი ეკონათურები ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა.
სამუშაოები ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობს სააგენტომ შეასრულა.